ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი გლდანის მე-8 საპყრობილეს დღეს დატოვებს

ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთი, სპირიდონ სურამელი გლდანის მერვე საპყრობილეს დღეს, დღის მეორენახევარში დატოვებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურამელის ადვოკატმა, ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სპირიდონ სურამელს შეეფარდა გირაო, რომლის უზრუნველყოფაც უძრავი ქონებით მოხდება. დღეს მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ყადაღა დაედოს აღნიშნულ უძრავ ქონებას და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს საპატიმროს დატოვებს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას. ბრალს აღიარებს", - აცხადებს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, აქედან სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-ს შეუფარდა, დანარჩენი 14 პირი კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო