პარიზში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 28  დაშავდა

პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ღამის პირველ საათზე გაჩნდა.

ადგილზე ხანძრის ჩაქრობაში 200-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ასევე განხორციელდა მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

იხილეთ ვიდეო: პარიზში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა