პეტრო პოროშენკო სასაზღვრო სამსახურს მიმართავს, არ დაუშვას ქვეყანაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს მიმართავს, არ დაუშვას ქვეყანაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიიის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები.

„მე, როგორც მთავარსარდალი, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიმართ ბრძანებას გავცემ 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიიის შემადგენლობაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ სატელევიზიო ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას უკრძალავს.

კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელიც იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელიც უკრაინის პარლამენტმა აგრესორად ან ოკუპანტად სცნო არ შეიძლება დამკვირვებელი იყოს უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ არჩევნებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს