"ფრიდომ ჰაუსის" პროგრამების დირექტორი - მთავრობას, პარტიებს, პოლიტიკურ სისტემას სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი

საქართველოს მთავრობისთვის მთავარი რჩევა იქნებოდა ის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშაონ, როგორც პარტნიორებთან, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის" ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში "ფრიდომ ჰაუსის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, მარკ ბერენტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამყოფოს ანგარიშვალდებული საზოგადოების იმ პრინციპებისადმი, რომლის აშენებაც გინდა, მაგრამ ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად.

„მათთან ძლიერი, კრიტიკული პარტნიორობა უნდა გქონდეს. ვფიქრობ საქართველოს მთავრობას და არა მხოლოდ მას, პოლიტიკურ პარტიებსაც, პოლიტიკურ სისტემას და ელიტასაც სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი. საკითხი, რომ თუ „ოცნების“ მიმართ კრიტიკული ხარ, ე.ი. მიშა გიყვარს და თუ მიშა გიყვარს, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ყველაფერი ცუდია, ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს საქართველოს იმაში, რომ განაგრძოს წინსვლა და იპოვოს მისი ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა