ნიკოლას მადურო - ჩვენ არ გვეშინია თქვენი მუქარის, ბატონო დონალდ - სიგიჟეა იმაზე მსჯელობა, რომ ვენესუელაში ჯარს გამოაგზავნით

ჩვენ არ გვეშინია თქვენი მუქარის, ბატონო დონალდ, - ამის შესახებ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მზაობა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, სიგიჟეა.

„21-ე საუკუნეში ომზე საუბარი სრული სიგიჟეა. ბატონო დონალდ, სიგიჟეა იმაზე მსჯელობა, რომ ვენესუელაში ჯარს გამოაგზავნით. ჩვენ დავიცავთ თავს“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის მიზეზი ვენესუელას ბუნებრივი სიმდიდრეები, მათ შორის ნავთობია.

„ჩვენ არ გვეშინია თქვენი მუქარის, ბატონო დონალდ. ვენესუელა სიმართლის მხარეზე დგას და არანაირი საბაბი არ გაქვთ ვენესუელელ ხალხს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქროთ“, - განაცხადა მადურომ.

შეგახსენებთ, რომ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელსაც მისი ადმინისტრაცია განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო