თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სუს-ს მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია, გაასაჩივრებენ.

როგორც ჟურნალისტებს იურისტმა, EMC- ის წარმომადგენელმა, დავით ბერძულმა განუცხადა, სასამართლომ ფრაგმენტულად შეფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებები და მთლიანი კონტექსტის შეფასება არ მოხდა.

„როცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გავასაჩივრებთ. სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ შეაფასოს, რამდენად სწორად განმარტა კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი ნორმები და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მივიჩნევთ, რომ სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტულ თარიღებში გაკეთებული განცხადებით. განცხადების კონტექსტი და შესაბამისი შედეგებიც მნიშვნელოვანია შეფასდეს.

როგორც სასამართლომ განმარტა, ის ტერმინოლოგია და განცხადების შინაარსი, შემდეგი პროცედურები, რაც ამ განცხადებას მოჰყვა, არ არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენი შეფასებით და არსებული სტანდარტის მიხედვით მივიჩნევთ, რომ მან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ეს შეფასების საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სასამართლოს მიდგომაც.

გამოვლინდა ასეთი მიდგომა, მხოლოდ ფრაგმენტულად შეფასდა არსებული განცხადებები და არ მომხდარა მთლიანი კონტექსტის შეფასება, რაც ადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა", - განაცხადა ბერძულმა.

სასამართლო პროცესს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები - მახლაზ მაჩალიკაშვილი და აიზა მარგოშვილი არ დასწრებიან.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქლაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ, ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს