დავით ბაქრაძე ბრიუსელში EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე ბრიუსელში, ევროპარლამენტში, EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება. დავით ბაქრაძის შეფასებით, პარტნიორების თვალში ქართული დემოკრატიის აღქმა არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა მოსყიდვება დააზიანა.

„ყველა გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა რამდენად დააზიანა ქართული დემოკრატიის აღქმა ჩვენი მეგობრების თვალში ზეწოლამ, მოსყიდვამ რასაც ხელისუფლება ჩადიოდა არჩევნების მეორე ტურის წინ. მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ როცა ასეთი დინამიკაა ევროპაში, ჩვენ გვიწევს მოსმენა და საუბარი იმის, თუ რამხელა პრობლემები აქვს ქართულ დემოკრატიას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს’’ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო