გიორგი ქობულიამ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციას ახალ ენერგიას შესძენს.

„მარიამმა ორი წელი გაატარა, როგორც ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ. ამის შემდეგ ის იმყოფებოდა კერძო სექტორში. მარიამ ქვრივიშვილს აქვს ორი უმაღლესი განათლება მიღებული ბიზნესის სფეროში. მგონია, რომ მისი გამოცდილება და ის ხედვები, რომელიც მან გაგვიზიარა, კიდევ უფრო მეტ და ახალ ენერგიას შესძენს ტურიზმის სააგენტოს,- განაცხადა ქობულიამ.

თავის მხრივ, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა წარმატებული იქნება.

„დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება გავხდე ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი და შევძლო უდიდესი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გამოწვევები ბევრია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები",- განაცხადა ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა