პარლამენტის პლენარულ სხდომას მამუკა ბახტაძე, კახა კალაძე და მინისტრები დაესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, თბილისის მერი კახა კალაძე და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ

„ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

„დღეს, მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია დაიწყებს მუშაობას. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა