პარლამენტი მიმდინარე წელს “მინისტრის საათის“ ფორმატში 11-ვე მინისტრს მოუსმენს

პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

პარლამენტი “მინისტრის საათზე“ მოსმენების გამართვას შემდეგი გრაფიკით გეგმავს: - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - (8 თებერვალი); გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი (5-7 მარტი); იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (19-22 მარტი); თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია (2-5 აპრილი); სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქი თანასწორების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი (16-19 აპრილი); შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია (30 აპრილი - 4 მაისი); ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი (14-17 მაისი); ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (25-28 ივნისი); საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი (29 ოქტომბერი - 1 ნოემბერი); ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია (12-15 ნოემბერი); განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი (10 – 13 დეკემბერი).

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა