ენერგოომბუდსმენი  სოფელ ნაფეტვრებში გაზმომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფეტვრებში გაზმომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დაზიანების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება მე-3 დღეა შეწყვეტილი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე განმარტებით, გზის სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს, რომელიც მძიმე ტექნიკით ხორციელდებოდა, დაზიანდა კომპანიის ბუნებრივი გაზის ცენტრალური მილი.

„საზოგადოებრივი დამცველის ვიზიტის დროს, დასახლებაში „სოკარის“ წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ და გაზის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ყოველმხრივ იზრუნოს აბონენტების უწყვეტი, უსაფრთხო და კეთისაიმედო მომსახურებაზე, რის გამოც ენერგოომბუდსმენი, რეკომენდაციით მიმართავს „სოკარ-ჯორჯია გაზს“, დაუყოვნებლივ დაიწყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სოფელ ნაფეტვრებში გაზის მიწოდების აღდგენისთვის. ენერგოომბუდსმენის აპარატის ყურადღებით დააკვირდება სამუშაოების წარმოების პროცესს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა