საქართველოს პროექტის „Global Forest Watch” (GFW) ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროექტის “ Global Forest Watch” (GFW) ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები შეაჯამეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი იქმნება, რომლის მეშვეობით დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას სატყეო დარგში მომუშავე სამთავრობო და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის/პორტალის“ შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა