დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის სრულად ძველ ადგილსამყოფელში ამოქმედება, უფრო ეფექტურს გახდის მის საქმიანობას

პარლამენტის სრულად ძველ ადგილსამყოფელში ამოქმედება, უფრო ეფექტურს გახდის მის საქმიანობას – გაცილებით ეფექტური იქნება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

ხუნდაძის შეფასებით, ახალი რეგლამენტი პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას მთავრობასთან მიმართებით მაკონტროლებლის ფუნქცია ბევრად უკეთესად განახორციელოს, ვიდრე მას ამის შესაძლებლობა აქამდე ჰქონდა.

„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ უწყების ხელმძღვანელები, როცა სურს, ხელის აქნევით დაიბაროს. ეს უნდა იყოს საქმიანი, არა პოლიტიკური ქულების დაგროვების მიზნით დაბარებები“, - დასძინა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა