მალხაზ მაჩალიკაშვილი - სასამართლომ სუს-ის დამნაშავედ ცნობა ვერ გაბედა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს სასამართლომ თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამნაშავედ ცნობა ვერ გაბედა.

აღნიშნულის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სასამართლოში არ წავედი, რადგან ვიცოდი რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანდნენ. ამათ სისტემაში რა ხდება, ძალიან კარგად ვიცი. ესენი ყველა ერთმანეთზე უარესები არიან, ყველა ნაძირალა რომ არის, ყველა ერთ ჯამში რომ იხარშება, ესეც ვიცი.

თემირლანისთვის ბრალდებაც არ ჰქონიათ წაყენებული, დღემდე ეძებენ ადამიანს, რომ თემირლანზე რაღაც უარყოფითი ათქმევინონ, მეორე წელია, ასეთი ადამიანი ვერ ნახეს. თემირლანის მკვლელობის შემდეგ ამოღებულ ტელეფონს აქეთ-იქით დაათრევენ. ყველასთვის ნათელია, მოსამართლეები ვინ არიან. მოსამართლეები ივანიშვილის მონები არიან, მოსამართლეები არიან სუს-ის მონები, სუს-ი აკონტროლებს ქვეყანას! მოსამართლეებს ვინ რას ეკითხება? გადაწყვეტილება ვერ გაბედეს და ვერც გაბედავენ, სანამ ის ვამპირი ივანიშვილი არ იტყვის, დიახ, უნდა დაიდოს სიმართლეო, მანამდე ამას კაციშვილი ვერ გაბედავს. ამ ქვეყანაში სად არის სასამართლო, სად არიან მოსამართლეები? იმედს დავიტოვებ, რომ ამათ ეს დანაშაული თავზე დაემხობათ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქლაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ, ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა