პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სახელმწიფო ჰიმნი, რითაც სესია გაიხსნა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის დადგენილ დროს – 12.00 საათზე სესია ვერც დღეს გაიხსნა. დეპუტატებმა რეგისტრაციის პროცედურა 17 წუთის დაგვიანებით გაიარეს.

პლენარულ სხდომას 121 დეპუტატი ესწრება.

პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

დღეს ირაკლი კობახიძე პარლამენტს ანგარიშს გააცნობს. ასევე დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა