აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - რეგიონების განვითარება პირველ რიგში თბილისისთვის იყო შანსი და პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანით, ეს იდეა მოკალით

რეგიონების განვითარება იყო პირველ რიგში თბილისისთვის შანსი და თქვენ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანით, მოკალით ეს იდეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმონაცვლებას გამოეხმაურა.

„არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ თქვენი ქუთაისის მაჟორიტარის მთავარი დაპირება იყო ის, რომ პარლამენტი ქუთაისიდან არ გადავიდოდა. ეს ისე, როგორც უამრავი სხვა დაპირება, აღმოჩნდა მორიგი ტყუილი. თუმცა, ეს არ არის გასაკვირი.

მე მაინც ვიტყვი თუ რა პრობლემის მოგვარებას უშლით ხელს. თბილისის განვითარება იქცა თბილისისთვის პრობლემად, აქ დამკვიდრებული ადამიანებისთვის თბილისში ცხოვრება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ის, რომ თბილისი არის „თავკომბალა“, ცნობილია, ნებისმიერი ურბანისტი გეტყვით, რომ თუ 30 პროცენტს აჭარბებს ერთი ქალაქის მოსახლეობა, მაშინ იმ სახელმწიფოს უკვე პრობლემები აქვს. თბილისი სამწუხაროდ, ლამის 50 პროცენტზე ავიდა აქ მცხოვრებთა ოდენობის მიხედვით.

რეგიონების განვითარება იყო პირველ რიგში თბილისისთვის შანსი და თქვენ ამ გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების და თქვენი კომფორტის სასარგებლოდ 2012 წელსვე მოკალით ეს იდეა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო