გიორგი გახარია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ, ტოივო კლაართან საუბრისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მხრივ გამოკვეთილ გამოწვევებსა და ოკუპაციის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა