ზურა დათუნაშვილი - ჩემი ასპარეზობა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა ფედერაციაში ისევ რჩებიან

სიღრმისეული პრობლემები არსებობს ჭიდაობის ფედერაციაში და სამინისტროსთან ერთად მოკვლევა დაიწყება, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ყაველაშვილმა ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც უნდა განვითარდეს ჭიდაობის ფედერაციაში, რათა სიტუაცია გამოსწორდეს.

"გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ზურას შეხვედრისთვის. გულწრფელი საუბარი შედგა ჩვენ შორის. გულწრფელი ვიქნები იმაშიც, რომ სიღრმისეული პრობლემები არსებობს ჭიდაობის ფედერაციაში. საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, მიდგომებია შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა.ზედამხედველობის თვალსაზრისით სამინისტროსთან ერთად უნდა დავიწყოთ მოკვლევა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და ზურასაც შეეძლოს ასპარეზობა", – განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, დათუნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული მზადყოფნისთვის და განაცხადა, რომ ყაველაშვილისგან დაპირება მიიღო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

"ვესაუბრე. გულწრფელად მოვუყევი ჩემი პრობლემების შესახებ. მისგან მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

კითხვაზე: განაგრძობს თუ არა დათუნაშვილი ასპარეზობას, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა ისევ რჩებიან ფედერაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა