დიმიტრი ხუნდაძე - პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, ყველას აქვს შენიშვნის უფლება

პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ყველას აქვს შენიშვნის თუ კრიტიკის უფლება, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, სწორედ ეს ორი პარტია იყო შემოქმედი იმ წარსულისა, რომელიც დღესაც ქმნის რთულ რეალობას.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემი ოპონენტების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს. მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით ყველას აქვს შენიშვნის თუ კრიტიკის უფლება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ეს იქნება „ნაცები“, ევრონაცები“, ზეციური თუ მიწიერი „ნაცები“, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი შემოქმედება ერთი იყო და სწორედ ეს შემოქმედება და უახლოესი წარსული დღესაც ქმნის მძიმე რეალობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო