ირმა ინაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს

ვეკითხები “ქართულ ოცნებას“, რატომ არ დაუმტკიცეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უკანონო ფარულ ჩაწერებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და ეს სწორედ სისტემური დანაშაული იყო?!, - აღნიშნული კითხვით მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მიმართა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს და პასუხისმგებლობა მათზეა, რადგან ფარული ჩანაწერები “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვრცელდება.

“რატომ არ დაისაჯა ყველა ის პირი, ვინც “კასრების საქმეში“ იყო ჩარეული?! ათასობით ფაილია შექმნილი და დღეს წინა რეჟიმის წარმომადგენლები ურცხვად ამბობენ, რომ არაფერი ხდებოდა. ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით
"რომპეტროლის" ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდიამ“ 40 წლის იუბილე აღნიშნა