რომან გოცირიძე უმრავლესობას - ავლაბრის სასახლე საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება

კრიტიკა იყო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვაზე, რომელიც რაღაც საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ და თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, რაც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში და პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე გადატანით გამოიხატება.

რომან გოცირიძის თქმით, ავლაბრის რეზიდენცია გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირზე, მათ შორის სამხედრო კუთხით და ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერი უნდა გადავიდეს.

„დღეს სიმბოლური დღეა, პარლამენტი შეუდგა პირველად მუშაობას ამ დარბაზში და ეს სიმბოლო შეიძლება აღქმული იყოს მისი პირდაპირი მნიშვნელობით - გრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესი. ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და ქუთაისის შენობის პოლიციისთვის გადაცემა არის პირდაპირი დაცინვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ამ დაცინვის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება პრეზიდენტის სასახლესთან მიმართებაში. ქვეყანაში იყო პრეზიდენტის ერთი სასახლე და პრეტენზიები გაჩნდა, რომ თურმე ბიუჯეტიდან იყო შესანახი. ახლა ორი პრეზიდენტის სასახლე გვაქვს, ერთი ათონელზე, მეორე ავლაბარში, რომელიც რაღაც საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, მაღალი თანამდებობის უცხოელი დელეგაციების მისაღებად, რაც წელიწადში ორჯერ მოხდება ალბათ. თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება. სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება არ გამოიხატება მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობაში, აქედან ირიბად ჩანს, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად და კატეგორიულად აკრძალულია ავლაბრის რეზიდენციაში რომელიმე სახელმწიფო პირის შესვლა. დაწყევლილი შენობაა ივანიშვილის მიერ. კეთილი ინებოს და დღეს რომ აქ პრემიერი გამოცხადდება, გადაბრძანდეს იმ შენობაში, ეს არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის განკუთვნილი შენობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა