ეკა ბესელია - შსს-მ და პროკურატურამ უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას - ვინ იყო დამკვეთი?

მთავარი კითხვები მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მთავარი კითხვაა - ვინ იყო დანაშაულებრივი ქმედების დამკვეთი და ორგანიზატორი.

"გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა უსაფრთხოების სამსახური. ასევე პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას. ასე რომ, მთავარი კითხვები და გამოწვევა არის ამ ორი უწყების მიმართ, რომელთაც უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას - ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის მთავარი კითხვა და საჭიროა ამაზე პასუხი",- განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს