ნიკა მელია - სახელმწიფომ ლოგინში, მობილურით ხელში დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი, რა შუაშია აქ ეს „ჯანდაბა „ნაცმოძრაობა“ და „სისხლისმსმელი“ ნიკა მელია?

სახლში შეუვარდა სახელმწიფო და საკუთარ ლოგინში, მობილურით ხელში დახვრიტა თემირლან მაჩალიკაშვილი. რა შუაშია აქ ეს ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“ და სისხლისმსმელი ნიკა მელია?“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, გამოიძიონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე. მან ასევე უმრავლესობას სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარებისკენ მოუწოდა.

„ამ შენობაში, სადაც ძალიან ხშირად ვივლით ახლა ჩვენ, ძალიან ბევრ საკითხს შევეხებით, მჭვუნვარე სახეებით გამოვალთ, ზოგჯერ სიმართლეს, ზოგჯერ ტყუილს ვიტყვით, ზოგჯერ ემოციებით ვიჩხუბებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს კარავში ცხოვრობს ორი შვილმოკლული მამა. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ მალხაზ მაჩალიკაშვილზე.

ძვირფასო კოლეგებო „ქართული ოცნებიდან“, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც მუდმივად მორალური კატეგორიებით გიყვართ საუბარი, რომ თქვენ რა მაგრები ხართ, რა დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს და ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია ეს ადამიანი კარავში ცხოვრობს. არ მინდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ერთი წელია შვილი დაუხვრიტეს საკუთარ სახლში. შეუვარდა სახელმწიფო და საკუთარ ლოგინში, მობილურით ხელში დახვრიტა ახალგაზრდა. აი აქ რა შუაშია ოპოზიცია? რა შუაშია ეს ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი გადმოსახედიდან და სისხლისმსმელი ნიკა მელია? აი, რა შუაშია ეს გარეწარი, ვინც ახლა ამაზე ვსაუბრობ? ტყუილს ვამბობ, ხალხო? სახლში რომ მიხვალთ თქვენც, თქვენც ხომ გყავთ შვილები და მეუღლეები. თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ, ადექით და გამოიძიეთ. აიძულეთ გომელაური, ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ, რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ. ჩემი აზრით, ყოველი დღე საქართველოს პარლამენტში ამ საკითხით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უკვე დაარეგისტრირა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის შესაქმნელად „ქართული ოცნების“ 20 დეპუტატის თანხმობაც საკმარისი იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს