ირმა ნადირაშვილი - აუდიტის სამსახურს მოვუწოდებ, შევიდეს ჭიდაობის ფედერაციაში და გაარკვიოს რა ხდება იქ

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, დაინტერესდეს ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობით და გამოიკვლიოს, არის თუ არა ფედერაციაში კორუფციის ნიშნები. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს, სამინისტროს და შესაბამის კომიტეტს დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ამ ფედერაციაში. იყო არაერთხელ განცხადება, რომ იყო კორუფციასთან დაკავშირებით პრობლემები. „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის სწორედ კორუფცია. არაერთი განცხადება იყო, თუმცა არც აუდიტი და არც სამინისტრო არ დაინტერესებულა ამ საქმით. აუდიტის სამსახურს მოვუწოდებ, შევიდეს ჭიდაობის ფედერაციაში და გაარკვიოს რა ხდება იქ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მხარდაჭერა გამოუცხადა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და აღნიშნა, რომ ის დღეს მოქმედი ხელისუფლების მსხვერპლია.

„ზურაბ დათუნაშვილი არის მსხვერპლი იმ სისტემის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. „ქართული ოცნების“ დაპირება იყო პოლიტიკისგან ფედერაციების გათავისუფლება, მაგრამ მივიღეთ ვითარება, როდესაც ფედერაციების უმრავლესობას მართავენ „კლანები“, რომლებიც დაახლოებული არიან ხელისუფლებასთან და მათ აქვთ ყველაფრის უფლება. სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ამ სისტემის მსხვერპლია დღეს ზურაბ დათუნაშვილი, ევროპის ჩემპიონი. მე არ მინდა მან თავი მარტო იგრძნოს. მე მინდა პირადი მხარდაჭერა გამოვუცხადო მას“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო