ხატია მოისწრაფიშვილი ფარულ ჩანაწერებზე - უპირობოდ უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის პირადი ღირსება

ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან. ის არ მიესალმება ფარული ჩანაწერების გავრცელებას,- ამის შესახებ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თვალყურს ადევნებს ბოლო დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს.

"პრეზიდენტს აქვს მუდმივი კონსულტაცია შესაბამის სტრუქტურებთან და რა თქმა უნდა, თვალყურს ადევნებს ამ პროცესს. ის არ მიესალმება და არის წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის ყველა ის აქტივობა, რომელზეც ვსაუბრობთ. უპირობოდ უნდა იყოს ქვეყანაში დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ასევე დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ღირსება. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგებით კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მიდის გამოძიება", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს