ეკა ბესელია - სამართლიანობის იდეაზე ყველა ლაპარაკობს - ეს ყალბი სოლიდარობა, მაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში, 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა

სამართლიანობის იდეასა და ადამიანის უფლებებზე დღეს ყველა ლაპარაკობს - ეს ყალბი სოლიდარობა, რომლის იქეთ სამწუხაროდ არაგულწრფელი დამოკიდებულება იკითხება, მაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში, 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა - ეს არის სწორედ ის, ვართ თუ არა ერთგული იმ ღირებულებებისა და ფასეულობების, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიცავდით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

ბესელიას აზრით, დღეს ეს გამოცდა დგას „ქართული ოცნების“ წინაშე და ეს დღევანდელი ხელისუფლების გამოწვევაა.

“არც მეტი და არც ნაკლები - ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს გარკვეული ჯგუფები თავს ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ახვევდნენ. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი და მთავარი იდეა, რისთვისაც ჩვენ 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანეთ. რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან პარლამენტის წევრებს მიმართა, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და როგორ მართლმსაჯულებას დაუტოვებს ის ქვეყანასა და - მომავალ თაობებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა