2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღო

2018 წელს საქართველოს პარლამენტმა 705 კანონი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების წინაშე მისი გამოსვლის ტრადიციით, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას კანონშემოქმედება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, „შეიქმნა ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს“.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: „საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო