„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - წერეთლის გამზირზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობლის დაუდევრობით, კორპუსის მცხოვრებლები საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ და კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთ-ერთ ბინაში ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა.

„წუხელ, გვიან ღამით თბილისში, წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა.

გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.

მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ ბინაში შესულ სპეციალისტებს ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ადგილზე გადაღებულ ფოტოებს და მოსახლეობას მოუწოდებს - გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან მობინადრეები მსგავსი დაუდევრობითა და უყურადღებობით დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს. ასევე, ნუ მოიხმართ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს. მსგავსი გაზდანადგარები საშიშია“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა