სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი დაარსდა, რომელსაც ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს,- ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფონდი საგანმანათლებლო მიმართულების იქნება. მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ფონდში უკვე ჩარიცხულია თანხა 8 ათას 280 ლარი, რომელიც პრეზიდენტის ხელფასია.

„30 იანვარს დაფუძნდა სალომე ზურაბიშვილის ფონდი. ფონდის თავმჯდომარე არის ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად. ფონდი ასევე იმუშავებს ემიგრანტების საკითხებზეც. ეს არის საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებების გაძლიერებით შესაძლებლობა ექნება შემოწირულებები შემოიტანოს. ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. ფონდის მუშაობას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ამ ეტაპზე ფონდში უკვე არის ჩარიცხული 8 ათას 280 ლარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით შრომითი გასამრჯელო",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა