ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ექსპერტებს და ანალიტიკოსებს შეხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სხვადასხვა დარგის ექსპერტებს და ანალიტიკოსებს შეხვდნენ და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, სასამართლოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამინდის შექმნა შეუძლიათ და რომლებმაც თვითონ შექმნეს ისეთი პირობები, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის ნდობით ისარგებლონ.

„ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს აინტერესებდათ ჩვენი, ექსპერტების აზრი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, პერსონალიებთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცადეთ მიგვეტანა არა მხოლოდ ჩვენი აზრი, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. ეს შეხვედრა არ იყო შედეგებზე ორიენტირებული, ეს იყო აზრთა გაზიარება. ისინი აპირებენ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგან სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად. საზოგადოებას აქვს უზარმაზარი პრეტენზია, რომ კონკრეტული ადამიანები მოსამართლეები არ გახდნენ და ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ამ შეხვედრამდეც მქონდა ჩემი აზრი. ჩემთვის სურათი ისედაც ნათელი იყო. სასამართლოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამინდის შექმნა შეუძლიათ. მათ თვითონ შექმნეს ისეთი პირობები, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის ნდობით ისარგებლონ. ეს ადამიანები არსებობდნენ წინა ხელისუფლების დროსაც და, სამწუხაროდ, არსებობენ ახლაც", - განაცხადა არეშიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო