საქართველოში პირველი ფართომასშტაბიანი „NETWORKING“ ღონისძიება გაიმართება

2-3 მარტს, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, NETWORKING GEORGIA გაიმართება, რომელსაც ქართულ ბაზარზე არსებული ადგილობრივი თუ უცხოური, მსხვილი და საშუალო ბიზნესის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

„NETWORKING“ ღონისძიებები, როგორც მსოფლიო ტრენდი, საქართველოში ახლა იწყებს განვითარებას. ,,ბენე ექსკლუზივი” მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდენციებს და ამავდროულად შექმნას ინოვაციური პროექტები. სწორედ ამის გამო აორგანიზებს „NETWORKING GEORGIA“-ს, რომლის მთავარ მიზანს ინფორმაციის, კონტაქტების, იდეებისა და გამოცდილებების გაცვლის გზით ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ახალი ამბავი არ არის, რომ ფართო სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი კონტაქტები წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის 400-მდე წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნეს იდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.

,, ამ პროექტით გვინდა მოვუწოდოთ კომპანიებს მეტად გაიხსნან, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ კონტაქტები, იდეები და ამით უფრო მეტად ეფექტური გახადონ საკუთარი საქმიანობაც და ხელი შეუწყონ თავიანთი მენეჯერების განვითარებასაც. ჩვენ ვცვლით იმ მიდგომას, რომ ბიზნეს კონტაქტების გაცვლა მხოლოდ ტელეფონით ან რეკომენდაციების საშუალებით ხდება და კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას უშუალოდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს ერთი სივრცის ქვეშ. ისიამოვნონ თავისუფალი, არაფორმალური გარემოთი და ამავდროულად რეალურად მნიშვნელოვანი საქმის კეთების შესაძლებლობა მიეცეთ.“ - გიორგი გოგლიძე, „ბენე ექსკლუზივის“ გენერალური დირექტორი.

აქტივობები ჯერ კიდევ თბილისში, გასვლისთანავე იწყება. ორგანიზატორები თავიდანვე ქმნიან ხალისიან, ენერგიულ განწყობას ცხელი ყავითა და დონატებით. ტრანსპორტირებას კი „ბენე ექსკლუზივი“-ს ავტო პარკი უზრუნველყოფს, საუბარია 2018 წლის მერსედეს ბენცის მოდელებზე.

პროექტის გახსნასთან ერთად მონაწილეები გადანაწილდებიან მათთვის საინტერესო სესიებსა და პრეზენტაციებზე, მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში, დავით გოგიჩაიშვილთან ერთად, მოისმენენ დავით ჩიკვაიძის გამოსვლას ნეთვორქინგის შესახებ. პროექტის მოდერატორად კი პაატა პაპავა იქნება, რომელიც ივენთის მიმდინარეობას უფრო დინამიურს და საინტერესოს გახდის.

პირველ დღეს გალა ვახშამი დაასრულებს, სადაც სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულების დაჯილდოებასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებებშიც და მოიგონ პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული უამრავი პრიზი.

„NETWORKING GEORGIA“ არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცდება ქართული ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა, სხვადასხვა კრეატიული ღონისძიებების თუ ნეთვორქინგ ივენთების მეშვეობით.

პროექტის გენერალური სპონსორები არიან: Mercedes Benz და ბილაინი, ხოლო გენერალური პარტნიორები: საქართველოს სალიზინგო კომპანია, ჯიპიაი ჰოლდინგი, ვისოლი, ალდაგი.

(R)