ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ზრუნავს მაღაროელების, მშენებლების და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისთვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე

პარლამენტი ზრუნავს ჩვენი მაღაროელების, მშენებლების და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მკვიდრდება მაღალი ევროპული სტანდარტები იმ მიმართულებებში, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოს მოხმარების, ტექინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების და სხვა მსგავს სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„პარლამენტი ზრუნავს ჩვენი მაღაროელების, მშენებლების და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე. ამის გამოძახილია ის მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც აისახა სახელმწიფოს უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე.

საგულისხმოა, რომ ჩვენ ვესწრაფვით მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას ყველა მიმართულებით, სადაც საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის და სხვა მომიჯნავე სფეროებში,“ - განაცხადა კობახიძემ.

წლიური ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიც გამოყო.

„მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს მოქალაქეობის ფლობის წესი. ახალი რეგულაციებით დადგინდა უკეთესი პირობები ემიგრაციაში მყოფი ჩვენი ათასობით თანამემამულისთვის, რომლებიც ამჟამად არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა, სურთ დაიბრუნონ ეს სტატუსი. აგრეთვე, დადგინდა უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა და ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ყოფნის ახალი რეგულაციები, რომლებიც ეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს