ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიღარიბე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქმნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას.

„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება; ორგანიზაციებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილება; ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება; ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელთათვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო სანქციების შემსუბუქება და სხვ. მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის სპეციალური სოციალური დახმარების გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჭარბვალიანობის პრობლემაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა.

„აქვე მინდა გამოვყო პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის როლი. უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხარჯების ფინანსური ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის შესრულების ანგარიშში, რომელიც აფასებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბიუჯეტის განხილვის მასშტაბსა და მახასიათებლებს, საქართველოს პარლამენტმა წინა (2013 წლის) შეფასების მსგავსად, უმაღლესი (A) შეფასება დაიმსახურა. ამასთან, წინა შეფასებისაგან გაუმჯობესებული შეფასება გამოვლინდა აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმების კომპონენტში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს