„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ზამთრის აქციას აცხადებს

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ზამთრის აქციის ფარგლებში, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე, Corolla-ს მფლობელები ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ისა და Camry-ს მფლობელები ამ მომსახურებაში 120 ლარს გადაიხდიან, Toyota RAV4-ის კი – 125 ლარს.

„გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, „ტოიოტას“ მომხმარებლები ნებისმიერი სახის სხვა ავტონაწილის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი, ფილტრები და ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ზამთრის აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ თებერვლის ბოლომდე მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა