ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა უმრავლესობით ოპოზიცია იყო წარმოდგენილი

პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის კუთხით 2018 წელი საკმაოდ დატვირთული იყო.

„აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არის პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური პრეროგატივა. 2018 წელი ამ კუთხით დატვირთული იყო. შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია. კომისიას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი. აღნიშნულმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო დასკვნა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პარლამენტმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესი გრძელდება და ის დარჩება მკაცრი საპარლამენტო დაკვირვების ქვეშ.

კობახიძის განცხადებით, 2019 წელი გამორჩეული იქნება პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით.

„ჩვენ ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით. მათ შორის: ინტერპელაციის დახვეწილი პროცედურით; პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით; დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის გამარტივებული წესით; მინისტრის საათით; კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მინისტრის დაბარების უფლებით და სხვა ბერკეტებით, რომლებიც ინსტიტუციურად აძლიერებს პარლამენტს, აძლიერებს საპარლამენტო სუბიექტებს, ოპოზიციას, ხოლო პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს ხდის უფრო დახვეწილს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის ფუნქციის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის როლი, რომლის მანდატიც დაზუსტდა ახალი რეგლამენტით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს