არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილსერვის ჯგუფს“ მიმართავს, თბილისის ანძა ვენესუელის დროშის ფერებში განათდეს

„დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „თბილსერვისს“ მიმართავს, თბილისის ანძა ვენესუელის დროშის ფერებში განათდეს.

შესაბამისი წერილით ორგანიზაციამ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა.

„მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. მოგმართავთ თხოვნით, ამაღამ (5-6 თებერვალი) ან უახლოეს დღეებში თბილისის სატელევიზიო ანძა ერთი ღამით ვენესუელის დროშის ფერებად განათდეს“, - ნათქვამია წერილში.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ვენესუელაში გაყალბებული არჩევნების შედეგები ხალხმა და ოპოზიციამ არ ცნო, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებმა, ასევე საქართველომ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა, იქაური ახალი დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ გააუქმებენ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების იურიდიულ აღიარებებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს