ირაკლი კობახიძე - მეათე მოწვევის პარლამენტს გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით გაძლიერებულ საკანონმდებლო ორგანოს

„2019-2020 წლებში, ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება პარლამენტის სასახლის სრული რეაბილიტაცია,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ 2019 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, მომდევნო, ანუ მეათე მოწვევას პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით, თვისობრივად გაძლიერებული პარლამენტი გადაბარდება.

„2019 წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარლამენტისა და მისი აპარატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც უკვე დასახულია კარგად გააზრებული გეგმა.

ამ ამბიციური გეგმის განხორციელებით, ჩვენ მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით თვისობრივად გაძლიერებულ პარლამენტს, რაც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი.

მინდა მოგახსენოთ, რომ ამ გეგმის სრულფასოვანი განხორციელება თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობასა და სახელმწიფოებრივი მიდგომით საქმიანობაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა