ხატია მოისწრაფიშვილი - სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოყოფს ქუთაისის განვითარებას, ახალი სასიცოცხლო რესურსების მოძიებას

7-10 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში გაემგზავრება, სადაც ადგილზე გაეცნობა პრობლემებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ავრცელებს.

როგორც მოისწრაფიშვილი აცხადებს, პრეზიდენტი ქუთაისის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

„7-10 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ქალაქ ქუთაისში. გარდა იმისა, რომ ეს რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა, ის უშუალოდ ადგილზე გაეცნობა პრობლემებს. რეგიონების განვითარების შეფასება საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებაა. ქუთაისს, მის განვითარებას, ახალი სასიცოცხლო რესურსების მოძიებას და მართლაც განსაკუთრებული ისტორიული ქალაქის, მისთვის ისტორიული მნიშვნელობის კვლავაც წამოწევას სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოყოფს. ამ მიზნით მუშავდება სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ჩვენი პატრონაჟით განხორციელდება, მათ შორის, ეს არის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუციური გაძლიერება, უცხოელი ექსპერტების ჩართვა. უკვე დაკომპლექტებულია ქართულ-პოლონური ექსპედიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას. გარდა ამისა, ქუთაისის უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, გახლავთ ერთ-ერთი უძველესი, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, მან დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა, როგორც რეგიონის, ასევე უფრო დიდი მასშტაბითაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს და რომელშიც ჩვენ მთლიანად ჩავერთვებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად არის მიჩნეული ქუთაისის, როგორც სამედიცინო ტურიზმის რეგიონული ცენტრის განვითარება და ამ შემთხვევაში საუბარია ქუთაისის და წყალტუბოს ერთიან ჭრილში განხილვაზე. სტუმრობის ფარგლებში მოხდება ბალნეოლოგიური კურორტების და ზოგადად, ბალნეოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესაძლებლობა. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ბიზნესწრეებთან, მათ შორის მცირე აგრო მეწარმეებთან“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა