გიგა ბოკერია - ხელისუფლებისგან თვითკმაყოფილება, წარსულისკენ თითის გაშვერა და ოპონენტების დემონიზება გრძელდება

ივანიშვილის გუნდის შეცვლამდე შეუძლებელი იქნება სასამართლოს საკითხზე ფუნდამენტური გარდატეხა იმიტომ, რომ ამ ხალხის ინტერესია, ჰქონდეთ კორუმპირებული სისტემა, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დღევანდელი სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება.

„აბსურდის თეატრი გრძელდება - თვითკმაყოფილება, წარსულისკენ თითის გაშვერა და ოპონენტების დემონიზება. სრულიად კატასტროფული განცხადებაა ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ანუ დღევანდელ ოპოზიციას არ ემორჩილება სასამართლო და ემორჩილება დღევანდელ ხელისუფლებას. ყველამ ვიცით, რომ ეს პრობლემა ადრეც გვქონდა და ახლა გაღრმავდა, არის მორჩილება, თან არ მიმდინარეობს ბრძოლა კრიმინალთან და თან დაგვიბრუნდა კორუფცია. წლები კი გადის. ეს არის უტიფრობა ამ გუნდის, რომლისგანაც არ გვაქვს არანაირი მინიშნება იმის გააზრების, როგორ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა ყველა მიმართულებით და მართლმსაჯულების საქმეშიც და გააზრება პასუხისმგებლობის და არც ხედვა გვაქვს იმის, როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩემი, როგორც ოპოზიციის წევრის დამოკიდებულებაა, რომ ივანიშვილის გუნდის შეცვლამდე შეუძლებელი იქნება ამ საკითხის ფუნდამენტურად გარდატეხა იმიტომ, რომ ამ ხალხის ინტერესია ჰქონდეთ კორუმპირებული სისტემა, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებს. მაგრამ ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ამ სისტემის ჩაბეტონებაში, რათა მერე გაადვილდეს რეფორმირება, სადაც მოხერხდება უკან დავახევინოთ, როგორც ეს მოხერხდა მუდმივად გასამწესებელი ხალხის სიაზე, რომლებიც მათ უნდა მომსახურებოდა პოლიტიკურად. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა ბოკერიამ.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება