მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, პროექტების მიზანია დედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

„არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი. ვაკის მედიათეკაში გაიხსნება კაფე, სადაც პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს. ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს.

„სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო