ხატია მოისწრაფიშვილი - 15 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი და დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე გასაუბრებების დროს გამოიკვეთა ძალიან ბევრი საინტერესო და ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კადრი, - აცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხზე.

მისი თქმით, 15 თებერვალს დასრულდება რეორგანიზაციის პირველი ნაწილი და შემდეგ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადდება კონკურსი.

„რაც შეეხება რეორგანიზაციას, პროცესი გრძელდება. როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, 15 თებერვალს დასრულდება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი. ეს გახლავთ გასაუბრების ეტაპი დღეს მომუშავე თანამშრომლებთან. რაც ძალიან გვახარებს არის ის, რომ ამ გასაუბრებების პერიოდში გამოიკვეთა ძალიან ბევრი საინტერესო და იმ ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კადრი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ახალი მოცემულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვიის განაზღვრულია მხოლოდ 60 საშტატო ერთეული და სწორედ ამისთვის, ადმინისტრაციაში მომზადდა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 15 თებერვლის შემდეგ, დარჩენილ ვაკანსიებზე გამოცხადდება კონკურსი“,- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს