არჩილ თალაკვაძე - წლის განმავლობაში თერთმეტივე მინისტრს მოვუსმენთ და ეს იქნება საინტერესო ფორმატი, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის

თერთმეტივე მინისტრს მოვუსმენთ ამ წლის განმავლობაში და ეს იქნება საკმაოდ საინტერესო ფორმატი, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს საგაზაფხულო სესიის დაწყება მიულოცა.

„ეს წელი უნდა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი იმ მიმართულებებით, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეს არის განათლების სფერო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე პარლამენტში მინისტრების მისვლის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რეგიონალური განვითარების და განათლების მინისტრებთან მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი. „პირველი დისკუსია გაიმართება მაშინ, როდესაც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების მინისტრები წარსდგებიან პლენარულ სესიაზე და აქაც ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა