ორი ფედერაციის წარმომადგენლებმა  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეს საპატიმროებია: N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (ქ.თბილისი), N2 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ქუთაისი), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ. თბილისი)

„ეს საკითხი მწვავედ დგას N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე აქტუალურია N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის.

ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ორი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, იუსტიციის მინისტრთან ერთად, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ გაიცნეს მსჯავრდებულები და სამომავლო მუშაობის მეთოდზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს. გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციამ არასრულწლოვნებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო კალათბურთის ფედერაციამ მათ საქართველოს ნაკრების მაისურები და კალათბურთის ბურთები გადასცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს