თბილისი 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

ამასთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე და „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოფიო ხუნწარიამ ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ის აუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი. ამას ცხადყოფს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თბილისში ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი პეტ მეთინი. გულშემატკივრები 15 წელი ელოდნენ, რომ პეტ მეთინი ჩამოსულიყო თბილისში და ღია ცის ქვეშ დაეკრა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელსაც წელს ჩაეყრება საფუძველი: თბილისის ბიგ ბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და სწორედ ისინი გახსნიან თბილისის ჯაზფესტივალს. ეს ტრადიცია მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

„წლევანდელი ფესტივალის წამყვანი მონაწილეა 20 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს კი „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეტ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - Missouri Skies and More წარდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს