2018 წელს ოჯახის და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი არც ერთი დანაშაული ჯერჯერობით არ გახსნილა

ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი 55 რეგისტრირებული შემთხვევიდან 2018 წელს არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაშია მოცემული.

სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება 2017 წელს, აღნიშნული დანაშაულის 38 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, ხოლო 12 მათგანი გაიხსნა.

აღნიშნული დანაშაული ეხება არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას შვილად აყვანის მიზნით, შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას, ბავშვის შეცვლას, შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებას და ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებას.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს 58 412 დანაშაულის იყო რეგისტირებული, საიდანაც გაიხსნა 20233, მაშინ როცა, 2017 წელს 37 944 ფაქტზე დაიწყო გამოძიება (გაიხსნა 20 200).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო