ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს დარბაზის დატოვებაზე - ცუდი აკუსტიკაა, გარეთ ვიდექი და ვუსმენდი

ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ლევან მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი,- ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მოსამართლეები და არა რაღაც შეკრული გუნდი, რომელიც სადღეგრძელოებით გვესაუბრება ტელეეთერებიდან.

"როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ სასამართლოს სახით მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ეს იყო ფაქტობრივად ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური ელიტის ხელში არსებული სასამართლო. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სასამართლოს რეფორმა, მაგრამ საერთო სახალხო დაკვეთა არ ყოფილა ჩინჩალაძე დარჩენილიყო სააპელაციოს თავმჯდომარედ, არ ყოფილა დაკვეთა მურუსიძე ყოფილიყო სასამართლოს უვადო მოსამართლე, არ ყოფილა არც გვრიტიშვილზე დაკვეთა, არც მიქაუტაძეზე, არც ის დაკვეთა ყოფილა, მოსამართლეს ელაპარაკა იმ ენით, რომ მე ვარ სასამართლოს ლიდერი. ჩემთვის მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიზება, სასამართლოს სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მოსამართლეები და არა რაღაც შეკრული გუნდი, რომელიც სადღეგრძელოებით გვესაუბრება ტელეეთერებიდან. ჩვენ ამ პრინციპს გავატარებთ, როდესაც დაიწყება უვადო მოსამართლეების არჩევა, როდესაც ვიმსჯელებთ როგორი კანონპროექტი უნდა შევიდეს",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას, როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ის ამ საკითხზე საუბარს დღეს არ აპირებს.

"ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვექნება პოზიცია. მესმის, გედევან ფოფხაძემ სხვანაირად თქვა, მაგრამ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ამას დავიცავ ბოლომდე. მთავარი საკითხი საგაზაფხულო სესიაზე არის სასამართლო და ამას ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ მოუსმინა მან პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას დარბაზში და დატოვა თუ არა დარბაზი მან პროტესტის ნიშნად ეკა ბესელიასთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა: „ცუდი აკუსტიკაა, გარეთ ვიდექი და ვუსმენდი".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს