კახა კალაძე - „ფრიდომ ჰაუსის" შეფასების შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით - ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის შენიშვნის მიცემა სწორი არ მგონია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

„შეფასების შინაარსს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. ამიტომ, კონკრეტიკაზე გამიჭირდება საუბარი, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის შენიშვნის მიცემა სწორი არ მგონია. ჩვენ გვაქვ სხვა პრობლემები, რომელიც უნდა ვაღიაროთ, გვინდა, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად იგრძნონ კეთილდღეობა. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. თუმცა, თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით საქართველოში პრობლემა ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაურესდა და 100-დან 63 ქულა აქვს. ცნობისთვის, საქართველოს გასულ წელს 64 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. აღნიშნული კრიტერიუმებით საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა