ზაზა სარალიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნით გავიგებთ კითხვაზე პასუხს, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით საზოგადოება და პირადად ჩვენ გავიგებთ პასუხს კითხვაზე, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„დღეს პირველად განახლდა საპარლამენტო სხდომა უკვე თბილისში, სადაც წესით, უნდა დააყენონ საკითხი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. იმედია, გონს მოეგებიან და ამ ნაბიჯს მაინც გადადგამენ, რომ საზოგადოებაში რა კითხვაც არის გაჩენილი, პასუხი გაეცეს. რა აუცილებლობას წარმოადგენდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია - ამაზე პასუხი უნდა გაეცეს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ამ ოჯახს კიდევ უგულებელყოფს, რაც არ შეიძლება. აუცილებლად უნდ გაეცეს ამ ოჯახს პასუხი იმაზე, თუ რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან თუნდაც, ჩემი შვილის საქმეზე საზოგადოებაში რა კითხვებიც იყო გაჩენილი, აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი. პირდაპირ იყო პასუხი გაცემული, თუ ირიბად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ მე არასდროს ვიტყუებოდი და ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი. ანალოგიური მოხდება ამ შემთხვევაშიც, საზოგადოება, პირადად ჩვენც გავიგებთ პასუხს კითხვაზე, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა“, - განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ პარლამენტში 2000 ხელმოწერას შეიტანს. ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა