დავით ჭიჭინაძე - გედევან ფოფხაძე მკაცრ განცხადებებს აკეთებს და თუ ამის გამო გარიცხავენ, „ქართული ოცნების“ იმიჯი დიდ ზიანს მიიღებს

გედევან ფოფხაძე გუნდის შიგნით საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და თუ ამის გამო გარიცხავენ, „ქართული ოცნების“ იმიჯი დიდ ზიანს მიიღებს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გედევან ფოფხაძის გუნდიდან შესაძლო წასვლის საკითხს.

გედევან ფოფხაძე იბრძვის ძალიან დიდი ხანია სამართლიანობისთვის, ხან წარმატებულია მისი ბრძოლა, ხან წარუმატებელი. მას უწევს რაღაც-რაღაცეებზე უკან დახევა იმიტომ, რომ ითვალისწინებდა ვიღაცეების მოსაზრებებს, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი. ჯგუფი, რომელიც ლობირებდა მოსამართლეებს, თუ ის ძლიერდება, მე ვფიქრობ, რომ გედის აბსოლუტურად სწორად აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ის შიგნით ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებს და თუ ამის გამო გარიცხავენ, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ იმიჯს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი განცხადებით, ოცდამეერთე საუკუნეში აღარ არის ტრაგედია და სასჯელი პარტიიდან გარიცხვა.

„მე მახსოვს, პარტიიდან გარიცხვა ტრაგედია იყო მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა, ისიც კომუნისტური და ამ ადამიანებს გონიათ, რომ ეს ისევ სასჯელია. ჯობია, ავუხსნათ მათ, რომ ეს არის ოცდამეერთე საუკუნე და პარტიიდან გარიცხვა ეს არ არის ტრაგედია“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო