თამარ ჩუგოშვილი Freedom House-ის ანგარიშზე - საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს

საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს Freedom House-ის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს სარეიტინგო ქულა ამ ორგანიზაციის ანგარიშში წლების განმავლობაში არ იცვლება.

„ზოგადად, ქულას რაც შეეხება Freedom House-ის ქულაში განსაკუთრებული ცვლილება არ არის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდებიდა იგივე ქულა არის მოცემული. ზოგადად, ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რომ არ ვიყოთ, ამისთვის ბუნებრივია, ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება. არის უამრავი რეფორმა, სხვადასხვა პროცესები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი იმისთვის, რომ თავისუფალი კატეგორიიის ქვეყნებში აღმოვჩნდეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს მათი სუბიექტური შეფასებაა. ბუნებრივია, იგრძნობა ქვეყანაში ის, რომ ორი ძირითადი პოლიტიკური სუბიექტია და მათ შორის მიმდინარეობს ძირითადად პოლიტიკური პროცესები და დაპირისპირება. ზედმეტ გარჩევებში მე არ შევალ. ქულა არის ალბათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ამით აისახება ქვეყნების მდგომარეობა. განსაკუთრებული ცვლილება აქ არ არის, თუმცა, ქვეყანას ნამდვილად აქვს პოტენციალი, ეს ქულა გაიუმჯობესოს და თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადავიდეს, რისგანაც ქულების დიდი რაოდენობა არ გვაშორებს",- განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ Freedom House საკმაოდ კრიტიკული ორგანიზაციაა, მათ შორის, ამერიკის მთავრობის მიმართაც.

"ამერიკის მთავრობის მიმართ უფრო მძიმე შეფასებებია, ვიდრე საქართველოს მიმართ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაურესდა და 100-დან 63 ქულა აქვს. ცნობისთვის, საქართველოს გასულ წელს 64 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: ადამიანის თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. აღნიშნული კრიტერიუმებით საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა